понедельник, 4 июля 2011 г.

"ბავშვი ცნობისმოყვარეობის კუნძულია,გადაპენტილი კითხვის ნიშნებით."

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის   სახელწოდება: „სამკურნალო  მცენარეები  ხევში“

2.პროექტის  მოკლე  აღწერა: მოსწავლეთა  მიერ  ხევში  სამკურნალო  მცენარეების  მოძიება.მათი  თავისებურებებისა  და სამკურნალო  თვისებების დადგენა მოსახლეობსთან ინტერვიუს მეთოდით, ფოტო მასალების გადაღება და შესაბამისად, ბლოგის მომზადება

3.პროექტის  სრული აღწერა:
პროექტში მონაწილე მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და გაინაწილებენ დავალებებს:  მოსწავლეები  ხევში მოიძიებენ სამკურნალო მცენარეებს, მოაწყობენ ექსკურსიებს იმ ადგილებში, სადაც ეს მცენარეები მოიპოვება. გამოიკვლევენ მათ სამკურნალო თვისებებს. ასევე მოიძიებენ ინფორმაციას ოჯახებში, მეზობლებში. მოიწვევენ ბიოლოგიის მასწავლებელს, რომელიც ჩაატარებს საუბარს მოსწავლეებთან. მოძიებული მასალის გამოყენებით შექმნიან  ბლოგს, რომლის პრეზენტაციას მოახდენენ თანატოლების,  უფროსკლასელების, მასწავლებელბის, მშობლების  წინაშე.
4.მონაწილეთა  ასაკი: 8-9 წელი                                    
5.ვადები:3 თვე.


6.პროექტის შესაძლო აქტივობები  კლასში: შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტით.სამკურნალო მცენარეების აღწერა, დახატვა, ფოტოების გადაღება. ჰერბარიუმების გაკეთება, სამკურნალო რეცეპტების შეგროვება.


7.მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება ბლოგი, სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ შემეცნებით ინფორმაციას სამკურნალო მცენარეების შესახებ.


8.სარგებელი სხვებისთვის:პროექტი საშუალებას მისცემს მონაწილეებს და ნებისმიერ მსურველს გაიგონ ყველაფერი სამკურნალო მცენარეების შესახებ.ისწავლიან მათ შეგროვებას და უვნებელი წამლების დამზადებას ოჯახის პირობებში.


9.სამუშაო ენა:ქართული.


10.საგნებთან კავშირი:ქართული ენა,ბუნება,ბიოლოგია,ისტ.


11.პროექტის ფასილიტატორი:ნინო ქუშაშვილი.


12.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:nino.qushashvili@gmail.com